2017-03-25 18:32:16, 2428 ნახვა
საზოგადოება სხვადასხვა
Starbucks-ი საქართველოში შემოდის
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გაყიდვადი ბრენდი Starbucks-ი საქართველოში, კერძოდ კი თბილისში შემოდის.
კომპანიის მიერ თბილისით დაინტერესებას თბილისის არქიტექტურის სამსახურში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმა კომპანიასთან უკვე შეთანხმებულია.
როგორც არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, Starbucks-ს ქარხნის აშენება კახეთის გზატკეცილზე, ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის უკან არსებულ ტერიტორიაზე აქვს გადაწყვეტილი.
მათივე თქმით, საპროექტო ღონისძიებები უკვე დაწყებულია და მშენებლობის ნებართვაც მალე გაიცემა.
არსებული ინფორმაციით, Starbucks-ის პირველი ყავახანა თავისუფლების მოედანზე, მეტროსთან მდებარე ყოფილი უნივერმაღის ტერიტორიაზე მშენებარე "გალერეა თბილისში" გაიხსნება. შეგანხსენებთ, რომ თავად "გალერეა თბილისის" გახსნა სექტემბერშია დაგეგმილი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან