16:05 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 17:29:07, 1037 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა ორგანოებმა საარჩევნო პროცესში სათანადო როლი შეასრულონ

პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გიორგი მღებრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ბევრი პოლიციელი იქნება ქუჩაში იმისათვის, რომ შესაძლო საფრთხეები, დესტაბილიზაცია თავიდან იყოს აცილებული.

კობახიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა ორგანოებმა  საარჩევნო პროცესში სათანადო როლი შეასრულონ:

"როდესაც იყო საუბარი წარსულში მომხდარ ინციტენდებზე, მაგალითად, იგივე კორცხელის ინციდენტზე, იქ არაერთხელ ითქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მეტი ჩართულობა მართებდა და დღეს ეს ასე უნდა მოხდეს, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს ინციდენტების პრევენციაში, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების ფუნქცია და დარწმუნებული ვარ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ფუნქციას სათანადოდ შეასრულებს",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics