13:12 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-10 11:10:53, 1997 ნახვა

სამხედრო
გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე იმყოფება

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ოფიციალური ვიზიტით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფება. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალსა და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ ფილიპ ბრიდლავს შეხვდა.  

უწყების ცნობით, გენერლებმა „მტკიცე მხარდაჭერის“ საერთაშორისო მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრის შემდეგ, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა.

ავღანეთში ვიზიტის ფარგლებში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გენერალური შტაბის უფროსმა ასევე, შეხვედრები გამართა "მტკიცე მხარდაჭერის" ოპერაციის სარდალთან, 4 ვარსკვლავიან გენერალთან ჯონ კემპბელთან, აშშ-ის არმიის  გენერალ-მაიორთან ჯონ მიურეისთან და თურქეთის შეიარაღებული ძალების ბრიგადის გენერალთან საფაკ გოკთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics