2015-02-18 13:29:03, 565 ნახვა
საზოგადოება
მერიაში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი უახლოეს მომავალში გამოცხადდება
თბილისის მერიის მოხელეთა კონკურსის შედეგების მიხედვით, საატესტაციო გამოცდა 500–მდე პირმა წარმატებით გაიარა.
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, დარჩენილია ვაკანტური ადგილები, რაზეც უახლოეს მომავალში დამატებითი კონკურსი გამოცხადდება.
„კონკურსი დასრულდა, რომლის საფუძველზეც არსებულ ვაკანსიების ერთ ნაწილში გამოვლინდა გამარჯვებული ადამიანები, რომლებმაც შესაბამისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს და კომისიის მხრიდან მათ დანიშვნასთნ დაკავშირებით რეკომენდაცია გაეწიათ. დაახლოებით 500–მდე ადამიანი დაინიშნება. ვაკანსიების ერთი ნაწილი რჩება ვაკანსიებად, ვინაიდან კომისიამ შესაბამისი ადამიანები ვერ გამოავლინა. ამიტომ დარჩენილ ვაკანსიებზე კონკურსი გამოცხადდება და ნებისმიერ ადამიანს ღიად შეეძლება მონაწილეობის მიღება“, – აღნიშნა ნარმანიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან