|
2025-10-01 10:49:32, 1576 ნახვა
საზოგადოება
“Youtube ბიზნესი ბიზნესებისთვის“- როგორ ჩაიარა თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრამ
10 წლის წინ, ძნელად წარმოიდგენდა ვინმე, რომ youtube-ზე სამოყვარულოდ ატვირთული ვიდეოები შესაძლოა, შემოსავლის ძირითადი წყარო გამხდარიყო. დღეს, ქართველი იუთუბერები მოგზაურობენ ქართულ მთებშიც და ბრაზილიურ ჯუნგლებშიც, მყუდროებას ურღვევენ მდინარე ამაზონის ბინადრებს, გვიზიარებენ კულინარიულ რეცეპტებსა და ემოციებს. რაც მთავარია, ამით შემოსავლის გენერირებასაც ახერხებენ. სფერო მზარდია, საქმე კი- მიმზიდველი. ამიტომ, თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ამ აქტუალური თემით გაგრძელდა. მრგვალი მაგიდის გარშემო, ამჯერად, იუთუბერები გიორგი კალატოზი,ნინუცა ორჯონიკიძე და სეტანტას community impact head- სალომე ყალიჩავა შეიკრიბნენ. უტრავმო ფეხბურთის თამაშის შემდეგ გიორგი კალატოზს ძალიან უნდოდა, ამ სფეროში დარჩენილიყო. 19 წლის ასაკში საფეხბურთო კომენტატორი გახდა და 9 წელი იმუშავა. 2015 წელს გადაწყვიტა, იუთუბ არხი გაეხსნა. ძირითადად, საყვარელი კომპიუტერული თამაშების მიმოხილვას დებდა. პირველ ვიდეოს 1 კვირა ამონტაჟებდა. ბუნებრივია, რომ იმ პერიოდში წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ერთ-ერთი პოპულარული და მოთხოვნადი იუთუბერი გახდებოდა. „მახსოვს ის შეგრძნება, როდესაც პირველად წავიყვანე საფეხბურთო მატჩი ტელევიზიაში. გამოვედი კომენტატორის ჯიხურიდან და გულუბრყვილოდ მეგონა, რომ მალე ხმაზე მიცნობდნენ. განსხვავებული გამოცდილება იყო იუთუბზე: ქუჩაში მამხნევებდნენ და ბავშვები ფოტოებს იღებდნენ. როდესაც პირველი სპონსორი გამოჩნდა, მივხვდით, რომ ამ საქმეს სერიოზულად უნდა მივყოლოდით. ცოტა ხნის წინ, ახალი არხის შექმნა დავაანონსე და სამმა კომპანიამ უკვე გამოთქვა სპონსორობის სურვილი. თავიდანვე ვიცოდი, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იყო წმინდა, რომელსაც არავინ უნდა შეხებოდა”, - გაიხსენა გიორგიმ. ნინუცა ორჯონიკიძესთვის youtube კარგი საშუალებაა ამბავი იმ ფორმით მოჰყვეს, რომელიც მისთვისაა მისაღები. ამბების მოყოლა და მთა კი მისი სტიქიაა. არხი შექმნა, მეგობრები შემოიკრიბა და მთაში ხეტიალიც დაიწყო, თუმცა მაყურებელი მის ენთუზიაზმს თავიდან არ გაჰყვა, არც მისი ინსტაგრამის გამომწერებს წასცდენიათ ხელი youtube-ის არხზე. ნინუცას მცდელობას, არხს რეკლამით მიშველებოდა და დაებუსტა, 1000 დოლარი “ემსხვერპლა”. შედეგი ვერ მოიტანა, თუმცა, გაკვეთილი მიიღო. შემდეგ სტრატეგია შეცვალა, უკვე ცნობილ იუთუბერებთან კოლაბორაციული ვიდეოები შექმნა და ნახვებმაც იმატა. ახლა არხს 60 000 გამომწერი ჰყავს. სალომე ყალიჩავა მიიჩნევს, რომ ბრენდმა არა ამბასადორები, არამედ მეგობრები უნდა შემოიკრიბოს. მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ქართულ სეტანტას ორგანული ვიდეოები ჰქონოდა. “ცუდია, როცა კომპანია ამ პლატფორმას ფოტო-ვიდეოების ასატვირთ გალერეად იყენებს. ხშირად ვხედავთ დამფუძნებლის ვიდეოს ათასობით ნახვით და 0 კომენტარით. ასეთ დროს უნდა მიხვდე რომ შენს ბრენდს კომუნა არ ჰყავს. ამას კი მხოლოდ ვიდეოს დაბუსტვა არ შველის”, - ამბობს სალომე. 2025 წელს Youtube-ზე რეგისტრირებული არხების რაოდენობა 50-70 მილიონამდე მერყეობს. ყველაზე პოპულარული კი Mrbeast-ია 380 მილიონი გამომწერით, რომელმაც 473 მილიონი დოლარის დაგროვება შეძლო. დისკუსიის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ youtube-ზე მონეტიზაციის თანხამ ჩვენს ქვეყანაში მოიმატა. როგორც აღნიშნეს, თემატური არხები ჯერ კიდევ დეფიციტია. ასე რომ, მთავარია დაიწყო და წარმატება გზაში წამოგეწევა.
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)