09:52 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-11 13:02:05, 1072 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა დაიწყო

„რამზეს იახტების“ დამფუძნებელმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მსჯავრდებულმა გიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა დაიწყო.

აღნიშნულის შესახებ ჩიკვაიძის დედა, ეკა წერეთელი „ფეისბუქზე“ წერს.

„პოლიტპატიმარმა გიორგი ჩიკვაიძემ დღეს 18:00 საათიდან გამოაცხადა სრული შიმშილობა და სრული უნდობლობა პენიტენციური სამსახურის მიმართ“,- აცხადებს ეკა წერეთელი.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ “რამზეს იახტების“ დამფუძნებელს გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მის პარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს კი - 8 წლით.

გამოძიება კომპანია “ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე - კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics