10:40 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-02 16:40:26, 940 ნახვა

რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულში მცხოვრებ უხუცეს ფატყუმ კაკალაძეს ასი წელი შეუსრულდა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულში მცხოვრებ ფატყუმ კაკალაძეს ასი წელი შეუსრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, საუკუნის ქალბატონს ღირსშესანიშნავი თარიღი შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ მიულოცა და დღეგრძელობა უსურვა.

“უხუცეს ქალბატონს - 9 შვილი, 27 შვილიშვილი, 94 შვილთაშვილი, 34 შვილთაშვილის შვილი და 1  შვილთაშვილის შვილის შვილი. სულ 150 -ზე მეტი შთამომავალი ჰყავს. როგორც მრავალშვილიან დედას, არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის ომისა და შრომის ვეტერანის წოდება.

ომარ ტაკიძესთან ერთად, იუბილე საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ,  საქართველოს პარალამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს.

დღეის მდგომარეობით, შუახევში 100 წელს გადაცილებული 10 მოქალაქე ცხოვრობს“,- ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics