15:19 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-26 20:01:18, 578 ნახვა

რეგიონი
26 მაისი ახალქალაქში აღნიშნეს

საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალქალაქში, სადაც დილიდან მოსახლეობა ქალაქის ცენტრშია შეკრებილი. ადგილობრივებისთვის მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, სპორტული აქტივობები, კონკურსები, საბავშვო სპექტაკლები და შოუები იმართება. მოწყობილია თემატური ინსტალაციები, ფოტოზონები, პავილიონები, მოსასვენებელი სივრცეები, ხელნაკეთი ნივთებისა და შემეცნებითი გამოფენები. ასევე, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ადგილზე დაათვალიერონ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა. ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა მიულოცა. ამ წუთებში კი ადგილობრივი შემსრულებლები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები კონცერტს მართავენ. ღონისძიება კულმინაციას 17 საათსა და 10 წუთზე მიაღწევს, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ შორის ახალქალაქშიც საქართველოს ჰიმნი საზეიმოდ შესრულდება. საქართველოს ჰიმნს ანსამბლი „დიდგორი" შეასრულებს, ხოლო საღამოს დაგეგმილ კონცერტზე ჯგუფი „ფრანი" იმღერებს. 

„საქართველოს ხელისუფლების სახელით, მაქვს პატივი ახალქალაქის მაცხოვრებლებს მივულოცო მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი დღესასწაული - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მნიშვნელოვანია, რომ ახალქალაქში ძალიან დიდი ინტენსივობით ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობა 26 მაისის საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობის თვალსაზრისით. ადგილზე გამოფენილია სამხედრო ტექნიკა და იგეგმება მრავალი თემატური საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები," - განაცხადა სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics