13:46 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-18 14:02:03, 579 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე - გამჭვირვალობის შესახებ კანონი ემსახურება საქართველოში მოქმედი საჯარო ორგანიზაციების მაქსიმალურ გამჭვირვალობას

ეს კანონი ემსახურება საქართველოსი ყველა საჯარო ორგანიზაციის მაქსიმალურ გამჭვირვალობას და მისი მთავარი მიზანია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება,- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

მისი თქმით, „აქ საუბარია, არასამთავრობო სექტორზე, მათ შორის მედიის საშუალებებზე, რომლებიც  20%-ზე მეტ დაფინანსებას იღებენ უცხოეთიდან. შესაბამისად, ეს კანონი ეფუძნება ქვეყნის ძირითად ფუნდამენტურ პრინციპებს, სუვერენიტეტს".

„ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე პირველ რიგში და შესაბამისად, იქნება მიღებული ეს კანონი. იცით, რომ ძალიან მალე დაიწყება მუხლობრივი განხილვა, შემდეგ დღეებში ყველას მიეცემა საშუალება ჩაერთოს და ასევე, იცით, რომ შეთავაზება იყო გაკეთებული მაქსიმალურად არგუმენტებზე დაფუძნებული ფართო მსჯელობა გამართულიყო, თუმცა, ამ შემთხვევაში მეორე მხრიდან, ვისაც შესაბამისი შენიშვნები აქვს ამ კანონთან დაკავშირებით, არ მოხდა ამ დისკუსიაში ჩართვა.

ჩვენ ვნახეთ განცხადებები არაერთი ინსტიტუტისგან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს კანონი ემსახურება საქართველოში ყველა საჯარო ორგანიზაციის მაქსიმალურ გამჭვირვალობას და მისი მთავარი მიზანია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, საბოლოო ჯამში სწორედ ეს იქნება საფუძველი, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი. თქვენგან მოულოდნელად მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ასე რომ ყველაფერი მიდის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის, კანონშემოქმედებითი საქმიანობაც და ყველა უნდა მოემზადოთ, რომ ახალი რეგულაციების მიხედვით მოხდეს ყველა შემოსავლის დეკლარირება", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მედიასთან საუბრისას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics