23:51 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-03 19:00:20, 721 ნახვა

სამართალი
„თავისუფალი თაობის“ ექვსი წევრი დააკავეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე აქციაზე „თავისუფალი თაობის“ ექვსი წევრი დააკავეს.

აღნიშნული ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.

მათი ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს.

დაკავებულთა შორის "თავისუფალი თაობის" ლიდერი ლადო სადღობელაშვილიცაა.

დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც "თავისუფალი თაობის" წევრებმა, მათ შორის ლადო სადღობელაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის ეზოში ბანერი, წარწერით - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წითლად შეღებეს.
აქციის მონაწილეები "ნაციონალური მოძრაობის" მოწოდებებს, ქართველი მებრძოლები უკრაინის ომში წავიდნენ აპროტესტებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics