2020-04-09 11:38:57, 18114 ნახვა
ომი უკრაინაში
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ით ინფიცირებული 10 პაციენტია, რომელთაგან 6 პაციენტს პნევმონია აქვს
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თემურ ნადირაძის განცხადებით, ინფექციური საავადმყოფოფოში COVID-19-ით ინფიცირებული 10 პაციენტი წევს.
მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულ 6 პაციენტს პნევმონია აქვს.
„სტაციონარში გვიწევს 10 დადასტურებული პაციენტი COVID-19-ით. გუშინ საღამოს დაემატა 2 დადასტურებული შემთხვევა. ეს უკავშირდება ვანის კლასტერს. არის ერთი ოჯახის წევრები მეუღლე და სიძე. ორივენი გადმოყვანილი არიან ჩვენთან და მთლიანად არის 10 პაციენტი. 3 პაციენტი კვლევის ფაზაშია და მათ უტარდებათ სხვადასხვა დამატებითი კვლევები. 6 პაციენტი არის პნევმონიით, მათ შორის, ზოგიერთი არის მძიმე პნევმონიით და მიმდინარეობს მათთან მუშაობა“, - განაცხადა თემურ ნადირაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,