2020-04-09 11:19:57, 18236 ნახვა
ომი უკრაინაში
რა მდგომარეობაა რეგიონში კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით
რეგიონში კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, ყველაზე ბევრი შემთხვევა თურქეთში დაფიქსირდა. თუქრეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდნეობა 38 226-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ქვეყანაში დღემდე გარდაიცვალა 812 ადამიანი. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, მან 1 846-ს მიაღწია.
რუსეთშო კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდნეობა 8 672-ს შეადგენს. დღემდე გარდაცვლილია 63 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 580 ინფიცირებული.
რაც შეეხება სომხეთს, აქ კორონავირუსით ჯამში დაინფიცირდა 881ადამიანი, გარდაიცვალა - 9 და გამოჯანმრთელდა 114 პაციენტი.
დაბოლოს, აზერბაიჯანში დღემდე კორონავირუსით ინფიცირებული 8 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში დაინფიცირდა 822 და გამოჯანმრთელდა 63 ადამიანი.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან