|
2020-04-08 00:40:46, 14530 ნახვა
ომი უკრაინაში
დავითაშვილი - ახალი სახელმწიფო პროგრამით, ბიზნესი საკუთარი ინტერესების დაზიანების გარეშე მოახდენს მოსახლეობის პროდუქციით უზრუნველყოფას
ახალი სახელმწიფო პროგრამით, ბიზნესი მოახდენს მოსახლეობის ინტერესების დაცვას და მათი აუცილებელი პროდუქციით უზეუნველყოფას - ამის შესახებ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მან მოუწოდა კომპანიებს პროგრამაში ჩართვისაკენ და აღნიშნა, რომ მათ პროგრამის პირობების და მოთხოვნების გასააზრებლად გარკვეული დრო დასჭირდებათ. „დღეის მდგომარეობით, პირველადი საჭიროების და მნიშვნელობის სასურსათო პროდუქტების კომპენსირება გადაწყდა მთავრობის მიერ. რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების აღსრულებას, ჩვენ ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, ვახორციელებთ ფასების დეტალურ მონიტორინგს. ჩვენ ვიქნებით კატეგორიულები და მომთხოვნები ბიზნესსექტორთან; ამის უფლება გვაქვს. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა და ამ მდგომარეობაში ყველამ საგანგებოდ უნდა ვიმუშაოთ. მე მაქვს მუდმივი კომუნიკაცია, ფაქტობრივად, ყველა რგოლთან, ძალიან ბევრ ბიზნესსუბიექტთან და ვიცი მათი განწყობები. ხშირ შემთხვევაში, ისინი ძალიან სოლიდარულები არიან. ამ მოცემულობაში ერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხაზგასმით აღვნიშნავ, ერთი მხრივ, თუ იქნება დარღვევები, მთავრობის დადგენილებაში გაწერილია სანქციები - ძალიან დიდი ჯარიმები კომპანიებისთვის, რომლებიც ამ პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას და, მეორე მხრივ, პროგრამებში მონაწილეობა არის კომპანიების ბიზნესუპირატესობაც. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ბიზნესი თავისი ინტერესების დაზიანების გარეშე მოახდენს საზოგადოების ინტერესების დაცვას და მათი აუცილებელი პროდუქციით უზრუნველყოფას. მოვუწოდებ კომპანიებს, რომ ჩაერთონ ამ პროგრამაში. გარკვეული დრო დასჭირდათ კომპანიებს პროგრამის პირობების და მოთხოვნების გასააზრებლად, საჭირო იყო პროცედურების გავლა. ბოლო მონაცემებით, 16-ზე მეტი კომპანია აფორმებს ხელშეკრულებას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან, რომ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული კომპენსაცია მიიღოს. ამავდროულად, პროგრამა გულისხმობს ვალდებულებებს, რომ კომპანიებმა პროდუქციის ფასი არ გაზარდონ. ამ კვირის განმავლობაში ზეთის, მაკარონის, ფქვილის ბევრი იმპორტიორი უკვე ჩაერთვება პროგრამაში და, შესაბამისად, თუ იყო ფასებთან დაკავშირებით გარკვეული რყევები და რაზეც მოსახლეობას ჰქონდა მყისიერი რეაქცია, ჩვენს ცხელ ხაზზე მუდმივად შემოდის ინფორმაცია, ეს ყველაფერი დარეგულირდება“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)