11:30 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-13 18:56:59, 741 ნახვა

ეკონომიკა
„პაშა ბანკი“ საქართველოში 2015 წლის ყველაზე სწრაფად მზარდ კორპორატიულ ბანკად დასახელდა

„პაშა ბანკი“ Global Banking and Finance Review Awards-ის მიერ  2015 წლის  ყველაზე სწრაფად მზარდ კორპორატიულ ბანკად დასახელდა საქართველოში. 

„პაშა ბანკი“ ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს. პაშა ბანკმა საქართველოში ორი წლის წინ დაიწყო ოპერირება და 2015 წელს ქვეყნის ყველაზე სწრაფად მზარდ კორპორატიულ ბანკად დასახელდა Global Banking and Finance Review Awards-ის მიერ. 

Global Banking and Finance Review Awards 2011 წლიდან ადევნებს თვალს გლობალურ ფინანსურ სექტორში მიმდინარე ცვლილებებს, პროგრესს, მიღწევებს და ინოვაციებს. აღნიშნული ორგანიზაცია სხვადასხვა ინდუსტრიაში მოქმედ კომპანიებს ფინანსურ სფეროში წარმატებული მიღწევებისთვის აჯილდოვებს. Global Banking and Finance Review Awards-ის ჯილდო გადაეცემათ შემდეგ ინდუსტრიებში მოქმედ კომპანიებს: საბანკო საქმიანობა, დაზღვევა, საპენსიო ფონდები, საკონსულტაციო საქმიანობა, კორპორატიული მართვა, საბროკერო საქმიანობა, პროექტების ფინანსირება, ინვესტირება, ტექნოლოგიები, ქონების მართვა, სავაჭრო ოპერაციების დაფინანსება, უძრავი ქონება, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა და სხვა.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics