10:17 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-09 18:21:12, 356 ნახვა

საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის  დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ორ უწყებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის მიზანს იმ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს, რომლის მიღებაც ადგილობრივ მოსახლეობას საზოგადოებრივ ცენტრებში შეუძლია.

მემორანდუმის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის საზოგადოებრივ ცენტრებში  შპს „მექანიზატორის“ სერვისებთნ ერთად,  კონსულტაციის მიღებაც იქნება შესაძლებელი.  კონსულტაცია მოიცავს ისეთ აქტუალურ მიმართულებებს, რომელიც დაკავშირებულია სოფლის მეურნეობის სახელმწიფო მხარდაჭერასთან და საზოგადოებრივი ცენტრის მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.

ასევე, მემორანდუმის ფარგლებში გავრცელდება საინფორმაციო ბროშურები სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების, მცენარეთა დაცვის, ცხოველთა მოვლის, ნიადაგის დამუშავების თანამედროვე აგრო-ტექნოლოგიების შესახებ. ასევე მოეწყობა საინფორმაციო-საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრები მოსახლეობასთან.

კონსულტაციები კი მოიცავს ისეთ საკითხებს როგორებიცაა: შესაბამის პროგრამებსა და პროექტებზე პასუხისმგებელი პირების და ორგანიზაციების საკონტაქტო მონაცემების მიწოდება; ინფორმირება სამინისტროს, მისი სისტემის ორგანიზაციების და სერვისების მიმწოდებელი სამსახურების საკონტაქტო მონაცემების შესახებ; სამინისტროს ეგიდით მიმდინარე პროგრამების და პროექტების შესახებ; შესაბამის პროგრამებზე და პროექტებზე პასუხისმგებელი პირების და ორგანიზაციების საკონტაქტო მონაცემების შესახებ; სამინისტროს, მისი სისტემის ორგანიზაციების და სერვისების მიმწოდებელი სამსახურების საკონტაქტო მონაცემების შესახებ.

საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი სოფლის მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. მისი კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics