10:43 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 13:45:56, 617 ნახვა

ეკონომიკა
ხადური: ამ ეტაპზე მოგების გადასახადის გაუქმება, ბიუჯეტის დაახლოებით 900 მლნ ლარით შემცირებას ნიშნავს

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, მოგების გადასახადის რეფორმირება და მისი ესტონური მოდელის  განხილვა მიმდინარეობს, თუმცა ამ პროცესში სიჩქარე კარგი შედეგის მომტანი არ იქნება.

როგორც ხადურმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე მოგების გადასახადისგან ბიუჯეტში  900 მლნ ლარი შედის და მისი გაუქმება, ბიუჯეტის ამავე რაოდენობით შემცირებას გამოიწვევს. ამასთან, მინისტრის თქმით, სექტემბერში წარმოადგენენ ზუსტ გეგმას, თუ როგორ უნდა მოხდეს ესტონურ მოდელზე გადასვლა.

 "მოგების გადასახადის რეფორმირება და მისი  ესტონეთის მოდელის განხილვა მიმდინარეობს, მაგრამ სიჩქარე არ გვეგების, ვინაიდან მოგების გადასახადისგან ბიუჯეტში ამწუთას შემოდის დაახლოებით 900 მლნ ლარი, თუ ჩვენ გავაუქმებთ ამწუთას ამ გადასახადს, ეს ნიშნავს, რომ ბიუჯეტი უნდა შევამციროთ დაახლოებით 900 მლნ ლარით. ეტაპობრივად მოხდება. სექტემბრისთვის წარმოვადგენთ ზუსტ საგზაო რუკას, თუ როგორ უნდა მოხდეს ესტონურ მოდელზე გადასვლა",-განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ცნობისთვის, ბიზნესი მოგების გადასახადისაგან გათავისუფლების პროცესის დაჩქარებას ითხოვს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics