16:22 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-17 11:33:55, 364 ნახვა

საზოგადოება
მრგვალ ბაღში შეკრებილები 17 მაისთან დაკავშირებით ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები მრგვალ ბაღში აქციას მართავენ, რომელიც 17 მაისზე  ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით,  სახელმწიფომ  სერიოზული სიგნალი მიიღო იმისათვის, რომ  ადამიანის უფლებების დაცვა პრიორიტეტი გამხდარიყო. როგორც "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აქციის მონაწილეებს გამოტანილი აქვთ შემდეგი შინაარსის პლაკატები: 

"დემოკრატია მრავალფეროვნების გულწრფელ აღიარებასა და პატივისცემას გულისხმობს", "ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას მოვითხოვთ", "ლგბტ თემი საქართველოში თავს დაცულად არ გრძნობს."სახელმწიფომ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და ღირებულებებს პატივი უნდა სცეს".

ადგილზე ასობით პოლიციელია მობილიზებული. მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორია სამართალდამცველებს აქვთ შემოსაზღვრული.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2012 წლის 17 მაისის საქმეზე "იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ დაადგინა, რომ უმრავლსობის მიერ დაირღვა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის  მესამე მუხლი ( არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა) მეთოთხმეტე მუხლთან ერთად (დისკრიმინაციის აკრძალვა), ასევე, დაირღვა მეთერთმეტე მუხლი (შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება) მეთოთხმეტე მუხლთან მიმართებაში. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს განმცხადებლების მიმართ ზარალის ანაზღაურება დაეკისრა. 13 პირს და 1 არასამთავრობო ორგანიზაციას სახელმწიფომ 1500-დან 4000-მდე ევრო უნდა აუნაზღაუროს. კერძოდ, 13 პირს ჯამში 32 000, "იდენტობას" კი, 1 500 ევრო უნდა აუნაზღაურონ. ჯამში საქართველომ განმცხადებლებს 33 500 ევრო უნდა გადაუხადოს. განაჩენის გამოტანის დღიდან ანაზღაურება დაზარალებულებისთვის 3 თვის ვადაში უნდა გადაეცეთ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას 7 მოსამართლიდან 6-მა დაუჭირა მხარი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics