09:51 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-14 10:56:05, 401 ნახვა

საზოგადოება
ილია მეორე: განსაცდელის გამო სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდეთ

„განსაცდელის გამო სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდეთ და გული არ გაიტეხოთ“,-ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ეკა ხოფერიას თოქ-შოუში განაცხადა. 
უწმინდესის თქმით,  ღმერთი მოწყალე თვალით გადმოგვხედავს და ყველაფერი გაივლის. 
„მინდა მთელ საქართველოს ვუთხრა, არ გაუტყდეთ გული, ყველაფერი ეს განსაცდელი, რაც გვაქვს, გაივლის და ღმერთი გადმოგვხედავს მოწყალე თვალით. ასევე მინდა არ ჩავვარდეთ სასოწარკვეთილებაში. აუცილებლად უნდა ვიშრომოთ, აუცილებლად უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი“,-განაცხადა ილია მეორემ.
ამასთან, პატრიარქმა დასძინა, რომ  მისთვის მიუღებელია შურისძიება.
„ბოროტებით ბოროტება არ იკურნება, ბოროტება იკურნება სიყვარულითა და კეთილი საქმეებით, ერთმანეთს გავუკეთოთ კარგი, ის სიკეთე, რასაც სხვას გაუკეთებ, ათმაგად დაგიბრუნდება. ასე რომ, გვიყვარდეს ღმერთი, ადამიანი, ყველას ერთმანეთი,“- ბრზანა პატრიარქმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics