11:31 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-11 16:57:11, 466 ნახვა

საზოგადოება
NDI: იუსტიციის სახლის მომსახურებასთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოკითხულთა 96%-მა დააფიქსირა

იუსტიციის სახლს  გასული  1 წლის განმავლობაში „სრულიად უკმაყოფილო“ მომხმარებლი არ გააჩნია. ამის შესახებ  NDI-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული. 

კვლევის თანახმად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში იუსტიციის სახლის მომსახურებებით გამოკითხულთა 24 % ისარგებლა.

კითხვაზე  კი „რამდენად კმაყოფილი ან უკმაყოფილო იყავით გაწეული მომსახურებით“, გამოკითხულ მომხმარებელთა 42-მა პროცენტმა უპასუხა, რომ იუსტიციის სახლის მომსახურებით „სრულიად კმაყოფილია“ , ხოლო 54 პროცენტი „კმაყოფილი“.

რაც შეეხება უკმაყოფილოთა რაოდენობას, მან მხოლოდ გამოკითხულ მომხმარებელთა 4 პროცენტი შეადგინა, ხოლო სრულიად უკმაყოფილოთა რაოდენობა ნულოვანი მაჩვენებლითაა აღნიშნული.  საერთო ჯამში კი, იუსტიციის სახლის მომსახურებასთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოკითხულთა 96%-მა დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სახლი ერთადერთია იმ  კვლევაში მოყვანილ უწყებებს შორის რომელმაც უკმაყოფილო მომხმარებლის ძალიან დაბალი, ხოლო სრულიად უკმაყოფილო მომხმარებლის ნულოვანი რაოდენობა აჩვენა.

იუსტიციის სახლი იუსტიციის სამინისტროს სერვისების  ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა,სადაც იუსტიციის სამინისტროს სამსახურების და სხვა უწყებების სერვისები სისტემურად არის თავმოყრილი.კომფორტული გარემო და  მაღალკვალიფიციური პერსონალი  მომხმარებლის  თავაზიან, სწრაფ და ხარისხიანმომსახურებას უზრუნველყოფს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics