11:31 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-10 20:13:17, 378 ნახვა

საზოგადოება
უბედური შემთხვევის დროს გადარჩენილი ბავშვები საჭირო ნივთებით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ უზრუნველყო

გამთენიისას, 05:00 საათზე ქობულეთში აღმაშენებლის ქ. N358-ში მდებარე სასტუმროს „არმაზი“ ხანძარი გაუჩნდა.

ამ დროს სასტუმროში რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლის 35 ბავშვი იმყოფებოდა, რომლებიც ბათუმში მუსიკალურ ფესტივალში მონაწილების მისაღებად ჩამოვიდნენ. სამწუხაროდ ხანძარს სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა ცხედრები პროზექტურაშია გადასვენებული. დანარჩენი ბავშვები ქობულეთის გამგეობამ მეზობლად მდებარე სახლში გადაიყვანა და საჭირო პირობებით უზრუნველყო.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი რუსლან ქორიძე. მთავრობის წარმომადგენლებმა მოინახულეს ბავშვები და დარწმუნდნენ, რომ მათ საფრთხე არ ემუქრებათ.

ხანძრის შედეგად განადგურდა ბავშვების საყოფაცხოვრებო ნივთები, ბავშვებს ტანსაცმლითა და სხვა საჭირო ნივთებით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და ქობულეთის გამგეობა უზრუნველყოფს.

სასტუმროდან გამომავალი ბოლი საპატრულო ბოლიციამ პატრულირებისას შენიშნა. შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ სახანძრო და სამაშველო ბრიგადები. ასევე, ქობულეთის გამგეობის პირველი პირები. აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა, პოლიციელებმა და მაშველებმა ერთობლივად, ცეცხლწაკიდებული შენობიდან 45 ადამიანის გამოყვანა შეძლეს.

ხანძრის წარმოშობის მიზეზი არ არის ცნობილი, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა. სავარაუდოდ ხანძარი იმ ოთახში განჩნდა, სადაც 3 დაღუპული ბავშვი იმყოფებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics