21:39 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-03 12:38:48, 1025 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი საქველმოქმედო მოძრაობა უძველეს ტაძრებთან დაკავშირებით გაერო-სა და იუნესკო-ს მიმართავს

ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი საქველმოქმედო მოძრაობა „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩები“ უძველეს ქრისტიანულ ტაძრებთან დაკავშირებით, გაერო-სა და იუნესკო-ს მიმართავს, - ამის შესახებ "სპუტნიკ-აბხაზია" იუწყება.

"აფხაზეთის კეთილი ნების ელჩებმა" შესაბამისი ვიდეომიმართვა გაავრცელეს:

"ვიმედოვნებთ, რომ თქვენი დახმარებით, ჩვენ შევძლებთ იუნესკო-ს და სხვა კომპეტენტური სტრუქტურების ყურადღების მიპყრობას, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ქრისტიანულ ტაძრებზე", - ნათქვამია მიმართვაში.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ ოკუპირებული აფხაზეთი კავკასიაში ქრისტიანობის აკვანია, ხოლო მისი ტაძრები, საქართველოს გამანადგურებელი პოლიტიკის შედეგად სავალალო მდგომარეობაშია.

"ქართულ-აფხაზური ომის დროს, რომელიც 1992-1993 წლებში განვითარდა, საქართველოს სახელმწიფო ჯარებმა ბარბაროსულად გაანადგურეს აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, გაიტანეს უნიკალური რელიქვიები და აფხაზი ხალხის არტეფაქტები, უმოწყალოდ დაბომბეს ქრისტიანული ტაძრები და სიწმინდეები:, - განაცხადა ე.წ. დიპლომატმა კან ტანიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics