14:25 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-25 16:56:45, 570 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, შიომღვიმეში გამწვანების აქცია გაიმართა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით,  პრემიერ-მინისტრის ინიციატივის -  „მწვანე მომავლის“ ფარგლებში,  შიომღვიმეში გამწვანების აქცია გაიმართა.

აქციაში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ მიიღო მონაწილეობა.

აქციის ფარგლებში,  სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე  70-მდე წიწვოვანი ჯიშის ხე დაირგო, რომელშიც კერძო კომპანიის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

ეროვნული სატყეო სააგენტო  გამწვანებული ტერიტორიის პატრონაჟს და მოვლას საკუთარი რესურსით უზრუნველყოფს.

კამპანიის  „მწვანე მომავალი“  ფარგლებში, გასულ წელს  საქართველოს მასშტაბით 250 000 სხვადახვა სახეობის ნერგი დაირგო,  რომელიც სამინისტროს სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობაშია გამოყვანილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics