22:03 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-28 17:12:07, 1051 ნახვა

სხვადასხვა
Booking.com-ზე ოკუპირებული აფხაზეთი რიგ შემთხვევებში, ცალკე ქვეყნების ჩამონათვალშია

ვებ-გვერდი Booking.com, რომელიც ინტერნეტ-მომხმარებელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით სასტუმროებში ნომრების დაჯავშნის სერვისს სთავაზობს, ოკუპირებულ აფხაზეთს რიგ შემთხვევებში ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიებს.

საიტზე მომხმარებლის პროფილის რედაქტირებისას ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ არის მითითებული და საკუთარი ე.წ. დროშით არის გამოსახული.

აღნიშნული ფაქტის დაფიქსირების შემდეგ, Facebook-ის მომხმარებელმა მარიკა გენგაშვილმა booking.com-ის ოფიციალურ გვერდს მიწერა, რაზეც მას უპასუხეს, რომ აფხაზეთი ნაწილობრივ აღიარებული ქვეყანაა და აქვე მისი გეოგრაფიული მდებარეობა განუმარტეს.

საქართველოდან ვებ-გვერდზე შესვლის შემთხვევაში, აფხაზეთი აღნიშნულია, როგორც საქართველოს ტერიტორია, თუმცა რუსეთიდან შესვლისას „დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“ ფიქსირდება.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთიდან, ასევე დიდი ბრიტანეთიდან საიტზე აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაშია და მხოლოდ რუსეთიდან შესვლისას ჩნდება, როგორც ცალკე სახელმწიფო.

ინფორმაციის გასარკვევად "ექსპრესნიუსი" საქართველოში Booking.com-ის წარმომადგენლობას დაუკავშირდა, თუმცა მათ აღნიშნეს, რომ ლოკალურ ოფისს ოფიციალური კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვს.

„ექსპრესნიუსი“ Booking.com-ის ოფიციალური წარმომადგენლობის მხრიდან დაკავშირებას ელოდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics