02:25 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-12 17:02:08, 799 ნახვა

სამხედრო
სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობას ახალი მეთაური ჰყავს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, დღეს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე დასავლეთ სარდლობის პირად შემადგენლობას ახალი სარდალი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი წარუდგინა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ იმ რეფორმების განხორციელებას, რომელიც თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტითაა გათვალისწინებული საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების, სამხედრო დისციპლინის განმტკიცების კუთხით, რათა იმ ამოცანების წარმატებით განხორციელება შევძლოთ, რომელიც დასავლეთ სარდლობის მიმართულებით იქნება დასახული“, - აღნიშნა პოლკოვნიკმა გიორგი მათიაშვილმა პირად შემადგენლობასთან შეხვედრისას.

 დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფების ხელმძღვანელობამ კი, ახალ სარდალს ტრანსფორმაციის პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

ცნობისთვის, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლის თანამდებობა 10 იანვრამდე ვაკანტური იყო. პოლკოვნიკ გიორგი მათიაშვილის კანდიდატურა კი, ამ თანამდებობისთვის შერჩევის უმაღლესი საბჭოს მიერ შეირჩა.

პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1998 წლიდან მსახურობს. 

გაერთიანებული სამხედრო აკადემიის დასრულების შემდეგ, მან მუშაობა სამხედრო ოპერაციების მოსამზადებლის ცენტრში ოცეულის მეთაურად დაიწყო.

სხვადასხვა დროს გენერალურ შტაბში J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.

დასავლეთ სარდლად დანიშვნამდე კი, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლის მოადგილე იყო. საქართველოს გარდა მან სამხედრო განათლება კანადასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაშიც მიიღო.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics