20:39 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-27 17:36:28, 559 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრი საერთაშორისო გარემოსდაცვით აქციას - „დედამიწის საათს" შეუერთდება

28 მარტს, ადგილობრივი დროით 20:30-დან 21:30 საათზე,  საჯარო რეესტრის   ტერიტორიულ სარეგისტრაციო  სამსახურებშში ერთი საათით ელექტროენერგია გამოირთვება.  

ელექტროენერგიის გამორთვით სააგენტოს თანამშრომლები დედამიწის მიმართ თანადგომა გამოხატავენ  და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართულ ყველაზე მასშტაბურ მსოფლიო აქციას შეუერთდებიან..

„ჩვენი მიზანია ერთად ვიზრუნოთ კლიმატის ცვლილების შეჩერებისთვის, ამ გლობალურ კამპანიაში ჩართვით გვინდა  წვლილი შევიტანოთ   გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების საქმეში,  ხაზი გავუსვათ თითოეული ადამიანისა თუ ორგანიზაციის პასუხისმგებლობას ბუნების წინაშე“, -აცხადებენ საჯარო რეესტრში.

დედამიწის სიმბოლური ერთი საათის აღსანიშნავად საქართველოს დიდ ქალაქებში ერთი საათით ჩაბნელდება საკვანძო შენობები და საჯარო ადგილები.

"დედამიწის საათის" ორგანიზატორია გაერო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF). საქართველოში აქცია უკვე მეშვიდედ იმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics