18:52 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-27 12:19:44, 1712 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სერგო რატიანი: ეს არის ნაბიჯი პარტიის დაშლისკენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სერგო რატიანი  სამწუხაროს უწოდებს პარტიის პოლიტიკური საბჭოს 27 წევრის  განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ  პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებენ, რადგან ის 7 000 დელეგატიანი  ყრილობის მოსამზადებელი სამუშაოების გაჭიანურებას ემსახურება.

რატიანის შეფასებით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე  არ მისვლა ნიშნავს იმას, რომ ამის შემდეგ პროცესებს თვითგამოცხადებული ექვსეული მართავს. რატიანის თქმით, პოლიტსაბჭოს წევრების ეს განცხადება  პარტიის დაშლისკენ  გადადგმული ნაბიჯია:

„ძალზე სამწუხაროა ეს განცხადება, რადგან  ამ ყრილობის ჩატარება არის წესების გარეშე ჩატარება.  გარდა ამისა, პოლიტსაბჭოზე არ მოსვლა, არის იმისი დეკლარაცია, რომ თვითგამოცხადებული ექვსეული მართავს ამის შემდეგ ფაქტობრივად პროცესს და რეალურად ეს არის ნაბიჯი პარტიის დაშლისკენ. როდესაც ჩნდება პარალელური სტრუქტურა, რომელიც ფაქტობრივად  ითავსებს პოლიტიკური საბჭოს ფუნქციებს, ეს ნიშნავს, რომ არის განცხადება, რომ პარტია დაშლისკენ მიყავთ. ეს არის დაშლა და ფაქტობრივად პარალელური სტრუქტურის გაკეთება. გარდა ამისა, ეს საფრთხეს უქმნის იმ ყრილობას, რომელსაც ასე მოწადინებით გეგმავენ. 7 000 იანი ყრილობა იქნება წესების გარეშე ჩატარებული, რომელსაც ფაქტობრივად მართავს და აკეთებს არაუფლებამოსილი ორგანო, რაც საფრთხეს უქმნის ამ ყრილობის სამართლებრივ მხარეს და ლეგიტიმაციას“,-განუცხადა  სერგო რატიანმა „ექსპრესნიუსს“.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა ნაწილის განცხადება





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics