2016-12-23 11:39:58, 814 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორიამ გერმანელ ხალხს მიუსამძიმრა
თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოში გერმანიის საელჩოს სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, თავდაცვის მინისტრმა გერმანელ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს 19 დეკემბერს, ბერლინში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად გარდაცვლილი უდანაშაულო ადამიანების დაღუპვის გამო მიუსამძიმრა.
„ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და მთლიანად გერმანელ ხალხს. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ მსოფლიოში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში,“ - აღნიშნა ლევან იზორიამ.
როგორც ცნობილია, თავდასხმა ბერლინის ცენტრში მდებარე ეკლესიასთან, საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე მოხდა. ტერაქტის შედეგად დაიღუპა 12 და დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან