10:11 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-18 09:45:22, 472 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. ხელშეკრულებას დღეს გააფორმებენ

რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ  სამხრეთ ოსეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ე.წ.  ხელშეკრულებას  მხარეები დღეს მოსკოვში გააფორმებენ.

ამის შესახებ განცხადება კრემლის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებას ხელს რუსეთის  ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ოკუპირებული  სამხრეთ ოსეთის  პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი მოაწერენ. 

ცნობისთვის  ე.წ.  ხელშეკრულების გაფორმება 11 მარტს იგეგმებოდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო გადაიდო.

აღნიშნულ ფაქტს რუსული მედია ვლადიმერ პუტინის ჯამრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს უკავშირებს, რადგან პუტინი 1 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში საზოგადობის წინაშე არ გამოჩენილა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics