10:11 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-17 15:21:08, 405 ნახვა

პოლიტიკა
საკრებულომ დღეს თბილისის მთავრობის წევრობის ახალ კანდიდატებს კენჭი უნდა უყაროს

საკრებულომ დღეს დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას მიერ წარდგენილ თბილისის მთავრობის წევრობის ახალ კანდიდატებს კენჭი უნდა უყაროს.
მერის მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს , საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება მხარს დაუჭერს.
როგორც აღნიშული ფრაქციის წევრმა რიმა ბერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობის წევრობის კანდიდატებმა წარმოადგინეს ღრმა ანალიზი, თუ როგორ ხედავენ იმ პრობლემებს, რომლებიც მერიაშია.
„რა თქმა უნდა ქართული ოცნება წარმოდგენილ კანდიდატებს მხარს დაუჭერს, რადგან მათი ხედვა არის შესანიშნავი. მათ აქვთ პერსპექტიული ამოცანები, თუ როგორ უნდა განვითარდეს თბილისი დარგობრივად, ასევე მათ წარმოადგინეს ღრმა ანალიზი, როგორ ხედავენ იმ პრობლემბს, რომელიც მერიაშია. აქედან გამომდინარე მე და ფრაქცია ქართული ოცნება, წარმოდგენილ კანდიდატებს მხარს დავუჭერთ“,-აღნიშნა ბერაძემ.
მთავრობის წევრობის კანდიდატებისთვის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხმის მიცემას არ აპირებს.
როგორც აღნიშნული ფრაქციის წევრმა სევდია უგრეხელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ნარმანიას მიერ წარმოდგენილი კანდიდატურები მერიის საკითხებში გათვითცნობიერებულნი არ არიან.
„ჩვენ ამ პრეტედენტებს კონკრეტული კითხვები დავუსვით, ისინი მერიის საკითხებში  გათვითცნობიერებულნი არ არიან. ჩვენ რამოდენიმე კადრის შეცვლა არ გვაკმაყოფილებს, რადგან თბილისის მთავრობის გადადგომას ვითხოვდით. იმედია დღეს მერი მობრძანდება და ამ კანდიდატურებს წარადგენს. აგვიხსნის, რატომ არ მოხდა მთელი მთავრობის შეცვლა, რადგან მერიის შემადგენლობაში კიდევ უფრო სუსტი რგოლები არიან,“-აღიშნა უგრეხელიძემ.
შეგახსენებთ, რომ დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის ახალი წევრობის კანდიდატები 12 მარტს  წარადგინა.
მან ვიცე–მერის პოსტზე დიმიტრი ქუმსიშვილის, მერის მეორე მოადგილედ ირაკლი ლექვინაძის კანდიდატურა დაასახელა.
მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად პაატა ჯაჭვლიანის, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის პოსტზე კი,  გიორგი გურგენიძის კანდიდატურა წარადგინა.  
ამასთან, დავით ნარმანიამ ვაკის გამგებლად ლაშა აბაშიძის კანდიდატურა დაასახელა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics