13:36 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-17 12:07:38, 392 ნახვა

პოლიტიკა
უილიამ ლაჰიუ: ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრი სამხედრო კუთხით საფრთხეს არ წარმოადგენს

"ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი  სამხედრო კუთხით, საფრთხეს არ წარმოადგენს,-ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, უილიამ ლაჰიუმ განაცხადა.

"ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ეს ცენტრი არის ორგანიზაცია, რომლის მიზანია საქართველოს მხარდაჭერა.ეს ცენტრი იქნება სამეკავშირეო ბაზაზე საქართველოში. ბაზაზე რამდენიმე ნატო-ს ოფიცერი იქნება, რომლებიც ქართველ კოლეგებთან ერთად იმუშავებენ. ამიტომ, ეს არ წარმოადგენს საფრთხეს სამხედრო კუთხით",-განაცხადა უილიამ ლაჰიუმ თავდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე.

 საქართველოში ნატო-ს შემფასებელთა ჯგუფის ვიზიტის მიზანი ნატო-საქართელოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრისთვის ინფრასტრუქტურის შეფასებაა. დელეგაციის წევრები ვიზიტის ფარგლებში ვაზიანის საწვრთნელ ბაზასა და ეროვნულ ცენტრ კრწანისს მოინახულებენ და მათი დასკვნის საფუძველზე ცენტრის ადგილმდებარეობა განისაზღვრება.

უილიამ ლაჰიუს თქმით, ნატო-ს ექსპერტები საქართველოს შეიარაღებულ ძალებს წვრთნების  კომპლექსის შემქნაში მხარს დაუჭერენ.

"ნატოს კვლევითი ჯგუფი ეწვია საქართველოს იმისთვის, რომ იმუშაოს საქართველოს შეიარაღებული ძალების კოლეგებთან ერთად ერთობლივი  შეფასებისა და წვრთნების ცენტრის დაარსები ის კუთხით.ჯგუფის ხელმძღვანელი ქვეყანა არის ნორვეგია, ცენტრი არის ერთ-ერთი  არსებითი ნატო-საქართველოს პაკეტის, რომელსაც მხარი დავუჭირეთ ნატო-ს სამიტზე უელსში. ნატოს ექსპერტები ასევე მხარს დაუჭერენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ამ წვრთნების კომპლექსის შექმნაში",-განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics