13:10 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 18:04:16, 849 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს ჯასტინ მაკენზის უმასპინძლა.
 
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში გაერთიანებული სამეფოს კონტრიბუციის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.

თავდაცვის უწყებაში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საქართველოში ბრიტანეთის სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი დევიდ როს ეთელი დაესწრნენ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics