2015-03-13 19:29:04, 392 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძის ინფორმაციით, გალის რაიონში აფხაზური პასპორტების დარიგების საკითხი ჟენევის ფორმატში განიხილება
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის განცხადებით, პასპორტებთან დაკავშირებით გალის მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემები ჟენევის ფორმატში განიხილება.
"როგორც მოგეხსენებათ ჟენევის ფორმატზე განიხილება 2 ძირითადი მიმართულება. ეს არის კონფლიქტების პრევენციის მიმართულება, მეორე ეს არის იძულებით ადგილმონაცვლე პირთა ღირსეული დაბრუნების საკითხები, ეს არის ის კონტესქტები, რომელიც სრულად მოიცავს ჩვენს საოკუპაციო ხაზისპირას მცხოვრებთა პრობლემებს. მათ შორის გააქტუალურებულ პრობლემებს იმ პერიოდისათვის და შესაბამისად, ეს ყველა საკითხი რა თქმა უნდა განიხილება",-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ცნობისთვის, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი გალის რაიონში აფხაზური პასპორტების დარიგების სპეციალურ სქემას ქმნის.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან