11:42 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-24 18:01:46, 776 ნახვა

რეგიონი
აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი იწყება

ხვალ, აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი იწყება.  სოფელი სახალვაშო, სოფელი შუამთა, ჭოროხის დელტა, კოლხეთის ნაციონალური პარკი და ბოტანიკური ბაღი ის ადგილებია, საიდანაც მტაცებელ ფრინველთა მიგრაციას 25 ქვეყნის სპეციალისტი, მოხალისე და ტურისტი დააკვირდება.

ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოსა და ბუნების კონსერვაციის საზოგადოება SABUKO- ს ორგანიზებით იმართება. 

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ლექციები და პრეზენტაციები უცხოელი და ქართველი სპეციალისტები მიერ, ასევე გასვლითი ექვსკურსიები და შემაჯამებელი ღონისძიებები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ადგილებზე. 

"აჭარა მსოფლიოში ფრინველთა მიგრაციის კუთხით მსოფლიოს ოთხეულში შედის. ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი რეგიონში წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტ ტურისტსა და სპეციალისტს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მიმდინარე წელს, რეგიონში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციას ისეთი ქვეყნებიდან ჩამოსული სპეციალისტები და ტურისტები აკვირდებიან როგორებიცაა: ბელგია, ჰოლანდია, ინგლისი, ამერიკა, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, შვედეთი, ავსტრალია და სხვა. შესაბამისად, იზრდება რეგიონში ტურიზმის ამ მიმართულებიდან მიღებული შემოსვალებიც", - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.  

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics