22:04 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-12 20:10:51, 713 ნახვა

რეგიონი
შპს „საქართველოს მელიორაცია“ დასავლეთ საქართველოში მომხდარი სტიქიის სხვადასხვა ზონაში მუშაობს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ დასავლეთ საქართველოში მომხდარი სტიქიის სხვადასხვა ზონაში  მუშაობს. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კომპანიის სპეციალური ტექნიკა ჩოხატაურის, სენაკისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში მდინარის კალაპოტში დაბრუნების სამუშაოებს ახორციელებს. 

მარტვილის მუნიციპალიტეტში კომპანიამ შიდა საავტომობილო გზების აღდგენითი სამუშაოები განახორციელა. სტიქიის სალიკვიდაციო მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს   ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად კომპანიის გენერალური დირექტორი ლევან დვალი გაეცნო. 2015 წელს ვანის, ხობისა და  ქობულეთის მუნიციპალიტეტებში კომპანიის მიერ ჩატარებულმა ციხე-სულორის, ჭალადიდის და ქობულეთის დამშრობი სისტემების რეაბილიტაციამ ხელი შეუწყო სტიქიის პრევენციას აღნიშნული სისტემების სამოქმედო არეალში.

2012 წლიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით განხორციელდა სამელიორაციო სისტემების 130-ზე მეტი სარეაბილიტაციო პროექტი, მათ შორის 42 სარეაბილიტაციო პროექტი დასავლეთ საქართველოში ჩატარდა. სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებსა და აჭარაში რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგა 637 კმ სამელიორაციო არხი. შედეგად დრენირებული მიწის ფართობი აღნიშნულ რეგიონებში 2012 წლიდან დღემდე  14 000 ჰექტრიდან 24 750 ჰექტრამდეა გაზრდილი. 

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინაციაში დასავლეთ საქართველოს ხვადასხვა ლოკაციაზე უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს. 
 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics