2016-06-24 14:54:08, 1349 ნახვა
მსოფლიო
მაიკლ ფელონი: დიდი ბრიტანეთი ნატო-ში დარჩება
დიდი ბრიტანეთი ნატო-ში დარჩება, დასავლეთის უსაფრთხოებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლას გააგრძელებს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა მაიკლ ფელონმა განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად „ბრექსითისა“, დიდი ბრიტანეთი საერთაშორისო უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე იქნება.
მაიკლ ფელონმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, დევიდ კემერონის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება რეფერენდუმის შედეგების გათვალისწინებით კეთილშობილურია.
ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმზე ამომრჩევლებმა ევროკავშირიდან გასვლას მხარი დაუჭირეს. მოქალაქეთა 51,9%-მა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, მოწინააღმდეგე კი, 48,1% იყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან