2016-06-14 17:13:47, 1363 ნახვა
მსოფლიო
Amaq: "ისლამური სახელწმიფოს" ლიდერი ალ-ბაღდადი მოკლეს
"ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული სააგენტო Mirror ავრცელებს.
როგორც მედია საშუალება წერს, ტერორისტი, კოალიციის ჯარების ავია-დარტყმების შედეგად გარდაიცვალა.
ამასთან, ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირში მყოფი სააგენტო Amaq-ის ინფორმაციით, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი კოალიციის ავიადარტყმების შედეგად რამადანის მეხუთე დღეს ქალაქ რაკაში, მოსულიდან 65 კილომეტრში დაჭრეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ 10 ივნისს ალ-ბაღდადის დაჭრის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ჯერ-ჯერობით პენტაგონს ალ-ბაღდადის არც დაჭრის და არც ლიკვიდირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დაუდასტურებია. Amaq-ის ინფორმაციით, ალ-ბაღდადის სიკვდილს ამ ეტაპზე არც "ისლამური სახელმწიფო" არ ადასტურებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან