16:30 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-09 17:14:49, 660 ნახვა

სამხედრო
პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ სამხრეთ -აღმოსავლეთ თავდაცვის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

ბოსნია და ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში სამხრეთ-აღმოსავლეთ თავდაცვის მინისტერიალის (SEDM) შტაბის უფროსის მოადგილეების შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის, პოლკოვნიკ ომარ ბეგოიძის ხელმძღვანელობით იყო წარმოდგენილი.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებასა და რეგიონის უსაფრთხოების წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა, ყურადღება ასევე გაამახვილა საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ პოლიტიკაზე.

პოლკოვნიკ ომარ ბეგოიძის განცხადებით, საქართველო, გამოწვევების მიუხედავად, მზად არის, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

„წლების განმავლობაში საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით საქართველომ დაამტკიცა, რომ არის საიმედო პარტნიორი გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში“,- განაცხადა გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ.

პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ სამხრეთ-აღმოსავლეთ თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში მოქმედ ინიციატივებზეც და მასში საქართველოს მონაწილეობაზე ისაუბრა.

მიმდინარე წლის შემოდგომას დაგეგმილი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სიმულაციურ სწავლებაში (SEESIM16) საქართველო დამკვირვებლის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს მონაწილეობის საკითხი განიხილება სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრიგადის (SEEBRIG) ფარგლებში დაგეგმილ სწავლებაშიც -„Seven Stars16“.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics