22:03 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-09 21:46:18, 514 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთში უკრაინის მოქალაქე ე.წ. უცხოელი აგენტების ვიდეოების მოწონებისთვის დააჯარიმეს

რუსეთში მურმანსკის ოლქის სასამართლომ უკრაინის მოქალაქე პენსიონეი ვასილი იოვდია "არმიის დისკრედიტაციის" მუხლით დააჯარიმა YouTube-ზე ე.წ უცხოელი აგენტების ვიდეოების დალაიქების გამო.

რადიო თავისუფლების რუსული ბიურო იუწყება, რომ ეს სავარაუდოდ პირველი ასეთი გადაწყვეტილებაა რუსეთში.

დოკუმენტის თანახმად, ჯარიმის საფუძველია, რომ - მოქალაქე ტელეფონიდან შედიოდა YouTube-ზე და ვიდეოების ქვეშ ტოვებდა - "რეაქციას, ლაიქების სახით". კონკრეტულად რომელ ვიდეოზეა საუბარი, არ არის დაზუსტებული, თუმცა აღნიშნულია, რომ ორი ვიდეოს ავტორი იყო - ე.წ. უცხოელი აგენტი.

მოსამართლის განჩინებიდან ირკვევა, რომ ვასილი იოვდის წინააღმდეგ საქმე აღიძრა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) სასაზღვრო სამმართველოს შემოწმების შემდეგ, სოფელ ალაკკურტიში. გადაწყვეტილებაში მოხსენებულია უკრაინის მოქალაქის ტელეფონის კვლევის ოქმი, რომლის შედეგადაც აღმოაჩინეს მისი YouTube ექაუნთი, სადაც კატეგორიაში - "მოწონებულია" - 139 ვიდეო იპოვეს.

სასამართლომ ვასილი იოვდიას 30 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ამასთან. YouTube-ზე ვიდეოებზე დადებული ლაიქები მხოლოდ ანგარიშის მფლობელისთვის არის ხილული და სხვა მომხმარებლები ვერ ხედავენ.

პროექტ Первый отдел-ის ადვოკატმა გამოცემა ვიორსტკასთან საუბარში თქვა, რომ მანამდე მსგავსი გადაწყვეტილების შესახებ არ სმენია - მისი თქმით, ამ საქმეში, განსხვავებით სხვა მსგავსი საქმეებისგან, სასამართლოს არ შეუფასებია, კონკრეტულად რაში გამოიხატა არმიის "დისკრედიტაცია". ნაცვლად ამისა, მოსამართლემ დაასკვნა, რომ თუ ვიდეო ე.წ. უცხოელმა აგენტმა გაავრცელა - ეს უკვე თავისთავად "დისკრედიტაციაა".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics