22:38 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-29 13:24:13, 1007 ნახვა

მსოფლიო
ევროპარლამენტი: Egypt Air-ის თვითმფრინავის ყველა მძევალი გათავისუფლებულია

გატაცებული თვითმფრინავის ყველა მგზავრი გათავისუფლებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ევროპარლამენტის თავმჯდომარეზე მარტინ შულცზე დაყრდნობით იტყობინება.

"ლარნაკის აეროპორტის ყველა მგზავრი გათავისუფლებულია. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი მალევე მოგვარდება," - განაცხადა შულცმა, კვიპროსის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ცნობისთვის, კვიპროსის პრეზიდენტი ეგვიპტური თვითმფრინავის გატაცების საქმეში ტერორიზმს გამორიცხავს.  ნიკოს ანასტასიადისი აცახდებს, რომ გამტაცებელს პირადი მოტივები ამოძრავებს.

როგორც კვიპროსის მედია საშუალებები იტყობინებიან, გამტაცებლის ყოფილი მეუღლე კვიპროსელია და  მასთან შეხვედრას ითხოვს.

"ეს შეყვარებული მამაკაცია, რომელსაც ყოფილ ცოლთან შეხვედრა სურს. საქმე ქალს უკავშირდება", - განაცხადა კვიპროსის პრეზიდენტმა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გამტაცებლის ყოფილი მეუღლე ლარნაკას აეროპორტში უკვე მიიყვანეს და ის მოლაპარაკებებს მართავს. კვიპროსის ხელისუფლების ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა არ არის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics