17:38 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-26 16:47:58, 883 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: საუკეთესო უნარების მქონე ახალგაზრდები მიდიან სხვა ქვეყანაში და რჩებიან, ეს უნდა შეჩერდეს

ზოგადად რაც შეეხება [განათლების] სისტემას, პრობლემები რომ გვაქვს, კარგად მოგეხსენებათ. ეს არის ერთ-ერთი სფერო, სადაც ძირეული ცვლილებები არ განხორციელებულა ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ამიტომ ვფიქრობთ რომ ჩვენი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, რომ განსაკუთებული ყურადღება დავუთმოთ სწორედ უმაღლესი განათლების სისტემის გაჯანსაღებას და ხარისხის გაუმჯობესებას და სწორედ ამას ეფუძნება ჩვენი საერთო მიზანი, რომ განვახორციელოთ უმაღლების განათლების რეფორმა.

დღეს საქართველოში მოქმედებს 64 უნივერსიტეტი. ეს თავისთავად უკვე მეტყველებს იმაზე, რომ სისტემა არაჯანსაღად არის ფორმირებული და რა თქმა უნდა, შეუძლებელია ჩვენი ზომის ქვეყანაში და გამოწვევებით სავსე, 35-წლიანი ისტორიის გათვალისწინებით, შეუძლებელია რომ 64 უნივერსიტეტში ჩვენნაირ პატარა ქვეყანას, მითუმეტეს ეკონომიკურ და სხვა ტიპის გამოწვევების ფონზე, ჰქონდეს უზრუნველყოფილი თანაბრად მაღალი ხარისხი. 

ერთ-ერთი გამოწვევა არის ახალგაზრდების იმიგრაცია, ქვეყნიდან გასვლა და ამის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი არის უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული დღევანდელი მდგომარეობა. არიან ახალგაზრდები, რომლებსაც ურჩევნიათ უმაღლესი განათლება მიიღონ სხვა ქვეყნებში და როდესაც ახალგაზრდა მიდის სხვა ქვეყანაში, მათი დიდი ნაწილი არის ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, დაკარგული. მითუმეტეს კონკრეტულ სახელმწიფოებს, განვითარებულ სახელმწიფოებს, აქვთ ე.წ ტვინების მიზიდვის პოლიტიკა და ძალიან წარმატებულად ახორციელებენ ამ პოლიტიკას და საუკეთესო უნარების მქონე ახალგაზრდები მიდიან სხვა ქვეყანაში და რჩებიან სხვა ქვეყანაში. ეს პროცესი უნდა შეჩერდეს. უნდა შეჩერდეს არა ხელოვნურად, არამედ უნდა შეჩერდეს იმით, რომ უნდა გაიზარდოს უმაღლესი განათლების ხარისხი და დონე ჩვენს ქვეყანაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics