2025-11-18 11:19:31, 493 ნახვა
პოლიტიკა
შსს: დავაკავეთ უკანონო აზარტული საქმიანობისთვის ინტერპოლით ძებნილი ყაზახეთის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1990 წელს დაბადებული რ.ბ. თბილისში დააკავეს.
შსს-ს განცხადებით, მსჯავრდებული ყაზახეთის რესპუბლიკის მიერ, 2025 წლის ნოემბრიდან წითელი
ცირკულარით იძებნებოდა.
“ირკვევა, რომ რ.ბ.-მ პირადი მატერიალური სარგებლის მოპოვების მოტივით, ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ეწეოდა უკანონო აზარტულ საქმიანობას -
ონლაინ კაზინოს ორგანიზებასა და ფუნქციონირებას. აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის რესპუბლიკაში მსგავსი საქმიანობა კანონით აკრძალულია და ლიცენზირებას არ ექვემდებარება.
ასევე, რ.ბ.-მ ონლაინ აზარტულ თამაშებში მონაწილე პირების მიერ, მის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული დიდი რაოდენობის თანხა უკანონოდ მიითვისა.
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო
პროცედურები მიმდინარეობს”. - წერს შსს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,