02:24 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-07 00:32:19, 1435 ნახვა

სამართალი
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა, სასჯელის ამოწურვის შემდეგ საპატიმრო დატოვეს

ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბულ­მა თენ­გიზ ბარ­ბა­ქა­ძემ, მო­რაგ­ბე ნი­კო­ლოზ ჟვა­ნი­ამ, ნი­კო­ლოზ ცუც­ქი­რი­ძემ, ძი­უ­დო­ის­ტმა გიგა ტა­ტი­აშ­ვილ­მა და ირაკ­ლი მუმ­ლა­ძემ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ტო­ვეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტებ­მაც და­უ­დას­ტუ­რეს.

მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი ცი­ხი­დან მას შემ­დეგ გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ, რაც 5-5 წლით მის­ჯი­ლი სას­ჯე­ლი სრუ­ლად ამო­წუ­რეს.

ცნო­ბის­თვის, 19 წლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი 2020 წლის 19 ივ­ნისს გა­უ­ჩი­ნარ­და, ის 4 დღი­ა­ნი სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შემ­დეგ, მდი­ნა­რე არაგ­ვში იპო­ვეს.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ერ­თო ჯამ­ში 17 პირი იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. მათ­გან 5 პირი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბის­თვის არის გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი, მათ­გან სამ სრულ­წლო­ვანს - არ­ჩილ გაგ­ნი­ძეს, ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილს და ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვანს სა­სა­მარ­თლომ 16-16 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის დროს ორ არას­რულ­წლო­ვანს კი 10 წლი­თა და 6 თვის ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯათ.

ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ნა­წი­ლი ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბი­სა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის, ასე­ვე თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თის­თვის გა­სა­მარ­თლდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics