12:40 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-06 16:09:02, 1388 ნახვა

სამართალი
ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი - პირი, რომელმაც მოწვევა გამოაგზავნა, საერთოდ არ არის კომისიის თანამშრომელი

„ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე გამამტყუნებელი გადაწყვეტილების ალბათობა ნულის ტოლფასი უნდა იყოს.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა, სადაც დღეს ორი მოწმე დაიკითხა.

„დღეს ამ საქმეზე ორი მნიშვნელოვანი მოწმე დაიკითხა. ის თანამშრომელი, რომელმაც გამოაგზავნა მამუკას ხაზარაძესა და ბადრის ჯაფარიძესთან შესაბამისი მოწვევა, რომელსაც ეყრდნობა ბრალდება. აღმოჩნდა, რომ ეს თანამშრომელი საერთოდ არ არის კომისიის თანამშრომელი და ეს თვითონ დაადასტურა, არის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის აპარატის თანამშრომელი. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი და უცნაური გარემოებაა. სინამდვილეში, გაუგებარია თავისი პირადი გადაწყვეტილებით რატომ შეატყობინა სიგნალის მეშვეობით, ეს ვერ ახსნა, იმიტომ, რომ დებულება ასეთ რამეს არ ითვალისწინებს. მან ვერ დაადასტურა, რომ კომისიის გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული წერილობითი ფორმით და ხელმოწერილი უნდა იყოს, თუმცა შემდეგ გამომძიებელი დაიკითხა, რომელმაც დაადასტურა, რომ წერილობითი გადაწყვეტილება, რომელსაც დებულების მიხედვით ხელს აწერს თავმჯდომარე და მდივანი საქმეში არაა. ამ გადაწყვეტილების გარეშე ეს სისხლის სამართლის საქმე არ არსებობს. ბრალის ფორმულირება არის შემდეგი - კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა. კომისიის მოთხოვნა რომ კანონიერი იყოს, კომისია უნდა იყოს კანონიერი, რაც არ გვაქვს სახეზე. კომისიამ უნდა მიიღოს თავისი გადაწყვეტილებები და დააფიქსიროს თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერით. ესეც არ გვაქვს. გამოძიება უნდა შესულიყო იმის გარკვევაში რამდენად კანონიერია ეს გადაწყვეტილებები ანუ ეხებოდა დაბარების აუცილებლობა და კომისიის გადაწყვეტილება ერთმანეთს. არცერთი ეს მოთხოვნა გამოძიებას გამოკვეთილი და შემოწმებული არ აქვს. აქ გამამტყუნებელი გადაწყვეტილების ალბათობა ნულის ტოლფასი უნდა იყოს“, - ზვიად კორძაძემ.

ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics