11:15 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-30 11:09:12, 903 ნახვა

საზოგადოება
მოვაჭრეების განცხადებით, ხანძრის შედეგად, მაღაზიები სრულად განადგურდა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არიან მოვაჭრეები, რომელთა მაღაზიებიც ხანძრის შედეგად დაზიანდა ან განადგურდა.

მოვაჭრეების თქმით, სავაჭრო ფართების ნაწილი სრულად დამწვარია, მაღაზიების ნაწილში კი გარკვეული საქონლის გადარჩენა მოხერხდა.

ადგილზე შეკრებილი მოვაჭრეების თქმით, ხანძრის მიზეზების შესახებ არანაირი ვერსია არ აქვთ

„მე რომ მოვედი, უკვე მოდებული იყო ალი. დამწვარი იყო ყველაფერი. ის ადგილი, ჩემი მაღაზიის ადგილი სულ ჩამწვარი იყო, რომ მოვედი. არც ეჭვი გვაქვს, არაფერი ვიცი“, – განაცხადა ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

მოვაჭრეების ნაწილი აცხადებს, რომ საქონელი დაზღვეული ჰქონდათ.

„რომ გამოვდივარ, საერთოდ ვთიშავ შუქს და თუ ვინმემ დატოვა რაღაც, ეგ არ ვიცი. არ გამოვდივარ ისე, სიგნალიზაციაზე მყავს აყვანილი. მე დაზღვევა მაქვს. რაღაც ნაწილი გადარჩა. გარეთ ყრიან ახლა, თუ რამე გადარჩა. მაგრამ თუ წყალი შეესხა, გაფუჭდება. რას გადავარჩევ, არ ვიცი“, – განაცხადა მოვაჭრემ.

„სახლში ვიყავი, დამირეკეს, ხანძარიაო. ეს იყო შვიდის ნახევარი და მოვედით აქ“, – განაცხადა ადგილზე მყოფმა კიდევ ერთმა მოვაჭრემ.

თბილისში, სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ტანსაცმლისა და სხვადასხვა სახის სასაწყობე ფართებს გაუჩნდა. ხანძრის გამო, ახლომდებარე კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა. ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics