23:57 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-04 13:33:10, 842 ნახვა

ომი უკრაინაში
12 უკრაინელი ბავშვი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან საკუთარ სახლებში დააბრუნეს

12 უკრაინელი ბავშვი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან, Bring Kids Back UA ინიციატივის ფარგლებში, საკუთარ სახლებში დააბრუნეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი „ტელეგრამ“ არხზე წერს.

„მათ შორის არიან ბავშვები, რომლებმაც გადაიტანეს გაუსაძლისი განსაცდელი: 16 წლის გოგონა, რომელმაც დედა დაკარგა საოკუპაციო რეჟიმის მედიცინის დაუდევრობის გამო, 17 წლის მოზარდი, რომელიც რუსეთის ჯარში გამოიძახეს, ბავშვები, რომლებიც ექვემდებარებოდნენ რუსიფიკაციის მცდელობებს „საგანმანათლებლო ბანაკებში“, ასევე 8 წლის გოგონა, რომლის წართმევა მამისთვის იმის გამო სცადეს, რომ მან რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე უარი თქვა“, - წერს ერმაკი.

უკრაინული ონლაინ პლატფორმა Bring Kids Back UA-ის არხებზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინიდან უკანონოდ 19 546 ბავშვი გაიყვანეს. აქედან სახლებში, ჯერჯერობით, 1 037 ბავში დააბრუნეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics