2024-09-22 11:47:57, 474 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი კიდევ ერთხელ დაბომბა - არიან დაშავებულები
რუსეთის არმიამ მართვადი საავიაციო ბომბებით ხარკოვი კიდევ ერთხელ დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი აღნიშნავს, ერთ-ერთი ბომბი საცხოვრებელ მრავალსართულიან შენობას მოხვდა, რის შედეგადაც სულ მცირე, 21 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არის სამი ბავშვი.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ქალაქს ჩამოაგდეს სამი FAB-500 250 კილოგრამიანი ავიაბომბი. ხარკოვის საოლქო პროკურატურამ განაცხადა, რომ გაშვება განხორციელდა ბელგოროდიდან.
"ქალაქში ორი ბომბი ჩამოვარდა. ერთ-ერთი მათგანი მოხვდა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს ხარკოვის შევჩენკოვის რაიონში", - განაცხადა სინეგუბოვმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,