2024-09-06 10:42:12, 447 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 44 „შაჰიდიდან“ 27 ჩამოვაგდეთ
უკრაინელმა ჯარისკაცებმა გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 44 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 27 ჩამოაგდეს, 8 უკრაინის ტერიტორიაზე დაიკარგა, ერთი კი ოკუპირებული დონეცკის მიმართულებით დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს.
უწყების ცნობით, რუსეთმა უკრაინას ერთი Kh-59-ისა ტიპის რაკეტითა და ერთი Kh-31P-ის ტიპის სარადარო რაკეტით შეუტია.
"თავდაცვის სისტემა მუშაობდა კიევის, კიროვოგრადის, ვინიცის, დნეპროპეტროვსკის, მიკოლაევის, ხერსონის, პოლტავას, ჩერნიგოვის, ხარკოვის, ლვოვის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და სუმის რეგიონებში", - ნათქვამია ინფორმაციაში.
თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.
ავტორი: ექსპრესნიუსი,