2016-02-12 11:03:31, 629 ნახვა
სამართალი
არასრულწლოვნებმა სუპერმარკეტ "სმარტის" ორი თანამშრომელი დაჭრეს
რამდენიმე არასრუწლოვანმა სუპერმარკეტ "სმარტის" დაცვის ორი თანამშრომელი დაჭრა. შემთხვევა წუხელ, გვიან საღამოს, რუსთაველის გამზირზე მოხდა. დაჭრილებს დაზიანება თავისა და მხრის არეში სავარაუდოდ ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. ექიმის თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც სუპერმარკეტში ჰყვებიან, რამდენიმე ახალგაზრდას, რომლებიც წესრიგს არღვევდნენ, დაცვამ გარეთ გასვლა მოსთხოვა. მათ დატოვეს შენობა, თუმცა მალევე დაბრუნდნენ სხვა თანატოლებთან ერთად და დაცვის თანამშრომლები დაჭრეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან