17:13 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-10 16:20:29, 631 ნახვა

სამართალი
თალაკვაძე: უკონტაქტო პატრულირებას ფარულ საგამოძიებო მოქმედებასთან კავშირი არ აქვს

"სახელმწიფოს იმის უფლება აქვს, რომ ვიდეოტექნიკა გამოიყენოს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. არანაირი კავშირი ამას ფარულ საგამოძიებო მოქმედებასთან არ აქვს", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვიდეო მონიტორინგმა არაერთ ქვეყენაში საგზაო მოძრაობის სფეროში შემთხვევათა რაოდენობა 30-40 პროცენტით შეამცირა.

"დღეს არსებული კანონმდებლობითაც სახელმწიფოს იმის უფლება აქვს, რომ ვიდეოტექნიკა გამოიყენოს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. არანაირი კავშირი ამას ფარულ საგამოძიებო მოქმედებასთან არ აქვს. ამ საკითხების ურთიერთდაკავშირება ოპონენტების მხრიდან ხდება. ჩემი აზრით, სპეციალურად, რომ მიაღწიონ ამ პროექტის დისკრედიტაციას და რაღაც მითი შექმნან, რომ სახელმწიფო იწყებს ტოტალურ კონტროლს. რა ტოტალურ კონტროლზეა საუბარი, სახელმწიფოს თუ უნდა რომ მოქალაქეს ფარულად უთვალთვალოს, რატომ უნდა დაანონსოს ეს რეფორმის სახით, ან რატომ უნდა დააყენოს ნიშანი, ან ამის რეკლამირებას რატომ დაიწყებდა მედიით? ალოგიკურია.

უკონტაქტო პატრულირების გამოცდილება არსებობს ძალიან ბევრ ქვეყანაში...ვიდეო მონიტორინგმა ზოგადად საგზაო მოძრაობის სფეროში შეამცირა შემთხვევათა რაოდენობა 30-40 პროცენტით არაერთ ქვეყანაში. ეს არის შედეგი რომელსაც ჩვენც გვინდა მივაღწიოთ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics