20:41 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-15 14:51:04, 943 ნახვა

რეგიონი
ღვაწლმოსილი ექიმი ნუნუ ჩხაიძე მადლობის სიგელით დაჯილდოვდა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მარი ზანაქიძემ 75 წლის იუბილესა და პროფესიული საქმიანობის 50 წლისთავთან დაკავშირებით, თერაპევტსა და ოჯახის ექიმს, ნუნუ ჩხაიძეს, სამინისტროს სახელით მადლობის სიგელი გადასცა. 

"ვულოცავ ნუნუ ექიმს საიუბილეო თარიღს და სამინისტროს სახელით მადლობას ვუხდი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისათვის. ქალბატონ ნუნუს მრავალწლლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს და დღემდე  მხოლოდ კმაყოფილი პაციენტები ჰყავს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს“, - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

ნუნუ ჩხაიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ორთაბათუმის ამბულატორიის მოქმედი ექიმია.  50  წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, მათ შორის ბათუმის რესპუბლიკურში, რკინიგზის საავადმყოფოსა და სამხედრო ჰოსპიტალში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. მინიჭებული აქვს ინფექციონისტის, თერაპევტისა და ოჯახის ექიმის კვალიფიკაცია.

ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics